saWmeli sokoebi - arya

Царство: Грибы
Отдел: Базидиомицеты
Класс: Агарикомицеты
Порядок: Сыроежковые
Семейство: Сыроежковые
Род: Млечник
Вид: Груздь перечный
Латинское название: Lactarius piperatus

 

არყა - (ინგ. Lactarius piperatus) (რუს. Груздь пе́речный)

სინონიმი: უცნობია.

სოკო - რძიანა სოკოების გვარის. ხრაშუნა სოკოს ნაირთა ოჯახისა. პირობითად-საკვებ სოკო.

აღწერა

ქუდი 6-18სმ, თავიდან ოდნავ გამობერილი, შემდეგ ძაბრისებურად ჩაღრმავებული, ნორჩ ეგზემპლარებს მოხრილი კიდეები, რომლებიც შემდეგ სწორდება და ტალღისებური ხდება. კანი მოთეთრო ფერის, გლუვი და ოდნავ ხავერდოვანი.

ფირფიტები წვრილი, ხშირი, ქვემოთ დახრილი ფეხისკენ, ხანდახან გაორებული, აქვს ბევრი მოკლე ფირფიტები.

სპორების ფხვნილი თეთრი, სპორები 8-9 × 6-7მკმ, ორნამენტებით, თითქმის მომრგვალებული ფორმის, ამილოიდური.

ფეხი 4-8სმ. სიმაღლეში, 1,2-3 სმ, თეთრი, მღლიანი, ძალიან მყარი, ძირისკენ შევიწროვებული, გლუვი ან ოდნავ დანაოჭებული.

რბილობი თეთრი, მკვრივი, მტვრევადი.

რძისმაგვარი სითხე სქელი, წებოვანი, თეთრი, ძალიან მძაფრი, გამოშრობისას ფერს არ იცვლის ან ოდნავ ყვითლდება.

ცვალებადობა

ქუდის ფერი არის სრულიად თეთრი ან კრემისფერი ელფერით, ის, როგორც წესი, ცენტრში უფრო მუქია, ვიდრე კიდეებზე. ფირფიტები თავიდან თეთრია, მერე კრემისფერი, დაზიანებისას იფარება მოყვითალო-მოყავისფრო ლაქებით.

ეკოლოგია და გავრცელება

იზრდება მწკრივებად ან წრიულად ნესტიან და ჩრდილიან ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, იშვიათად წიწვოვანში. ურჩევნია კარგად დაწრეტილი და თიხიანი ნიადაგი.

სეზონი: ზაფხული-შემოდგომა.

მსგავსი სახეობები

სავარცხელა (Lactarius vellereus) განსხვავდება დაშვებული ქუდით, ფეხით და უფრო იშვიათი ფირფიტებით.

მოლურჯო არყა(Lactarius glaucescens) თეთრი რძისებური წვენით, გამოშრობისას ხდება მონაცრისფრო-მომწვანო, კალიუმის ჰიდროქსიდის წვეთებისგან იღებს ყვითელ ფერს.

პერგამენტის არყა (Lactarius pergamenus) უფრო გრძელი ფეხით და დანაოჭებული ქუდით.

საკვების ხარისხი

ძალიან მძაფრი სუნის გამო ხშირად ითვლება საკვებად უვარგისად. პრინციპში, პირობითად-საკვებია, ხანდახან გამოიყენება, საფუძვლიანი დამუშავების შემდეგ დამარილებული სახით. ასევე ხანდახან ახმობენ, ავლებენ ფხვნილიში და გამოიყენებენ მწარე სუნელის სახით პილპილის მაგივარდ.

სამკურნალო თვისებები

მწარე არყა დამთრგუნველად მოქმედებს ტუბერკულოზის ჩხირზე. ხალხურ მედიცინაში ამ სოკოს ოდნავ მოხალული სახით, იყენებენ თირკმლის-ქვების დაავადებების სამკურნალოდ.

ქიმიური ტესტირება

რკინის სულფატის ხსნარი რბილობს ღებავს მოკრემისფრო-მოვარდიფროდ, კალიუმის ჰიდროქსიდი ტუტეს მოქმედების ქვეშ ფერს არ იცვლის.

სინონიმები

• Agaricus piperatus L. 1753 basionym
• Agaricus acris BULL. 1785
• Lactifluus piperatus (L.) ROUSSEL 1806
• Lactifluus piperatus (L.) KUNTZE 1891
• Agaricus lactifluus var. piperatus (L.) PERS.